ბაკურიანში 22 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში 22 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს მექანიკური ასფიქსია აღენიშნებოდა.

„მექანიკური ასფიქსია აღენიშნებოდა. სხვა დაზიანებები არ ჰქონია“, – ამბობს ექსპერტი.

მომხდარზე დამატებით დეტალებს “კვირა” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები