მამუკა მდინარაძე – ომბუდსმენის კანდიდატზე: გვარებზე ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ბევრი კანდიდატი დასახელდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, ომბუდსმენის კანდიდატურა ჯერჯერობით შეჯერებული არ არის. მისი თქმით, სანამ საბოლოო კანდიდატი დასახელდება, საზოგადოება კიდევ ბევრ გვარს გაიგებს.

„90 ხმა არის საჭირო პარლამენტში იმისთვის, რომ კანდიდატზე შევჯერდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ შეძლებს, ვერც ფრაქცია „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად სახალხო დამცველის არჩევას. ამისათვის ჩვენ გვჭირდება კომპრომისი, კონსენსუსი. აქედან გამომდინარე, მარტო ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული. რაც  უნდა გვარებზე ვილაპარაკოთ ჩვენ დღეს, არ იქნება რეალური ჩემი პასუხი, გვარებზე ვერაფერს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ ბევრი კანდიდატი დასახელდება. საბოლოო ჯამში ჩვენ გარკვეული კონსენსუსის მიღწევა ამ მიმართულებით მოგვიწევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ომბუდსმენის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, ყოფილი დეპუტატი – ზაზა ხუციშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი – ნიკო თათულაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები