ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ცხრამუხასთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა.

დაშავებულები თავდაპირველად ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მათი რეფერირება თბილისში, პროფილურ კლინიკაში განხორციელდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები