სამების ტაძარში გუდაურში დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ჩამოვარდნილი შვეულმფრენის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა. პროცესს პრემიერი და უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.

„ეს ტრაგედია გვაერთიანებს დღეს სრულიად საქართველოს, ჩვენი პოლიტიკური გემოვნების და შეხედულებების მიუხედავად. სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევები მიყვება ჩვენი ცხოვრების ისტორიას. ოჯახების დარდს და ტკივილს ვიზიარებ“, – განაცხადა მმართველი გუნდის დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ.

„საქართველოსთვის ნამდვილად ტრაგიკული დღეა, თავის საუკეთესო შვილებს უკანასკნელ გზაზე აცილებს, მათ გმირულად დატოვეს ეს ქვეყანა და მისადმი ერთგულება დაამტკიცეს საკუთარი სიცოცხლით“, – აღნიშნა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები