ISW: ელენოვკის კოლონიაში 53 უკრაინელის დაღუპვაზე პასუხისმგებელი რუსეთია

ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) დაასკვნა, რომ 28 ივლისს დონეცკის ოლქის ელენოვკის კოლონიაში 53 უკრაინელი სამხედროს დაღუპვაზე რუსეთია პასუხისმგებელი.

ამის შესახებ ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი.

“ISW მიიჩნევს, რომ, ჟენევის კონვენციის დარღვევით, უკრაინელ სამხედროებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ISW ეყრდნობა ორ ამერიკელ ოფიციალურ პირს, რომელმაც Politico-ს 1-ელ აგვისტოს ანონიმურად დაუდასტურა, რომ „ადგილზე HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემების კვალი არ იქნა ნაპოვნი“ მაშინ, როდესაც კრემლში ამტკიცებენ, რომ უკრაინამ ელენოვკაში უკრაინელი სამხედროების გასანადგურებლად HIMARS-ები გამოიყენა.

როგორც ISW-ს ანალიტიკოსები ამბობენ,  ტრაგედიის ადგილიდან სატელიტური და სხვა გამოსახულებები ადასტურებს, რომ აფეთქების შედეგად ელენოვკაში მხოლოდ ერთი შენობა დაზიანდა, მეტიც, ამ შენობის კედლებიც არ არის დანგრეული და ახლომახლო ჭურვების კრატერიც არ არსებობს.

შესაბამისად, ISW-ში ხაზს უსვამენ, რომ ციხის ნგრევა ან წერტილოვანი მაღალი სიზუსტის დარტყმის, ან შენობის შიგნით აფეთქების შედეგი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები