„როგორ შეიძლება ასეთი ნივთი სადმე დაგრჩეთ, თქვენი ჩანთა ანათებსო“ – რა უთხრა ნოდარ ანდღულაძემ მომავალ მომღერალს, ხატვის ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსი და ხელოვანთა ოჯახი

დაიბად  ქუთაისში, საშუალო განათლება  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. პარალელურად  სწავლობდმელიტონ ბალანჩივაძის სახელობის 1 სამუსიკო სასწავლებელში, სოლო სიმღერის განხრით, გიორგი ლომთაძის კლასში.   კლასიკურ გიმნაზიაში შეისწავლ ხალხური საკრავები.
სწავლობდხელოვნების ლიცეუმში, რეზო რამიშვილთან,  სახვითი ხელოვნების განხრით. შემდეგ ჩააბარმელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ტექნიკუმში, მისი წარმატებით დასრულების შემდეგ კი – კონსერვატორიაში.
4 შვილის დედაა…  ზრუნავ მათ შემოქმედებით განვითარებაზე.. თავად ქმნი ხელნაკეთ აქსესუარებს და უამრავ საინტერესო ხელნაკეთ ნივთს. – თამარ დალალიშვილის პერსონა.

– ბავშვობის წლები ძალიან კარგად  მახსენდება. დედა, რომელიც გვერდიდან არასოდეს მშორდებოდა, მუსიკის პედაგოგი იყო, კერძოდ – ფორტეპიანოსი. მან შემაყვარა მუსიკა. 3 წლის ვიყავი,  საოპერო ხმით რომ მიმღერია…
– მუსიკაც ადრევე გიყვარდათ… მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის I სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდით, ასევე სოლო სიმღერის განხრით სწავლობდით  გიორგი ლომთაძის კლასში.  ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის კლასიკურ გიმნაზიაში კი  ხალხური საკრავები შეისწავლეთ… ამ პერიოდიდან რა იყო საინტერესო?
– ეს წლები ჩემთვის „ოქროს“ წლები იყო, რადგან ვსწავლობდი შესანიშნავ სკოლაში, ასევე – მუსიკალურში… იყო უამრავი კონცერტი .და საინტერესო დღეები…
ხელოვნების ლიცეუმში  რეზო რამიშვილთან სწავლობდით, სახვითი ხელოვნების განხრით... ეს წლებიც საინტერესო იქნებოდა…
– რა თქმა უნდა, საინტერესო იყო. სახვითი ხელოვნება ღვთისაგან ბოძებული ნიჭია.. რისთვისაც მადლობა უფალს… მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი… და დღემდე ასეა, თუ ხატვის მუზა მოვიდა.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ტექნიკუმი წარმატებით დასრულების შემდეგ  კონსერვატორიაში განაგრძეთ სწავლა…
– სტუდენტობა ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი პერიოდია ყველა ჩვენგანისათვის…ზრდა გონებისა თუ სულისა… ასევე პროფესიული, რაღა თქმა უნდა… მადლიერება უნდა გამოვხატოთ ბატონი გიორგი ლომთაძის მიმართ, რადგან მან შემაყვარა სწორად სიმღერა… ყოველი მისი გაკვეთილი ერთი საფეხურით ზრდა იყო…
– როდის დაიწყეთ ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა?  პირველი ნაკეთობანი…
– ბავშვობაში მახსოვს, პირველად თოვლის ბაბუა გავაკეთე, შემდეგ ანგელოზები ამოვქარგე… შევქმენი დღიური მაქმანებით..
– ქმნით ხელნაკეთ ჩანთებს, სხვა საინტერესო ნივთებს…  როგორ იქმნება ისინი?
–  ჩანთებს ვქსოვ,  რაც ძალიან მიყვარს… ასევე ვქარგავ.. არასოდეს მაქვს გეგმაში რამის შექმნა, რადგან მუზა თავად მკარნახობს, რა და როგორი უნდა გავაკეთო,
მოგიყვებით საინტერესო ამბავს, ადრე, თუ გახსოვთ კასეტები მაგნიტოფონის… კასეტების ლენტებისაგან მოვქსოვე იდეალური ჩანთა, რომელსაც აქტიურად ვიყენებდი…
როდესაც ვაბარებდი მისაღებ გამოცდებს, ბატონ ნოდარ ანდღულაძესთან ვიყავი სახლში, და თან ჩემი ჩანთაც მქონდა… ვიმღერე იქ და რომ წამოვედი, ჩანთა იქ დამრჩა. როდესაც მოვიკითხე და მივედი წამოსაღებად, ნოდარმა მითხრა, როგორ შეიძლება ასეთი ნივთი სადმე დაგრჩეთ, თქვენი ჩანთა ანათებსო… ხოლო როდესაც გაიგო, ჩემი ნაქსოვი იყო, მითხრა, პროფესიას  ხომ სწორად ირჩევო… ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
– გყავთ 4 შვილი და მათ შემოქმედებით აღზრდას დიდ დროს უთმობთ. ილია დალალიშვილი მღერის, მშვენიერ სამკაულებს ქმნის… გვიამბეთ ილიას ნიჭსა და უნარებზე… სხვა შვილებზეც…

ილია დალალიშვილი

– ვარ 4 შვილის დედა… ილია, გაბრიელი, სიდონია, მარიამი…
ილია 11 წლისაა.. სწავლობს ქ. ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში, ასევე – მელიტონ ბალანჩივაძის №1 მუსიკალურში, სოლო სიმღერის განხრით, ბატონ გიორგი ლომთაძესთან… ხატავს შესანიშნავად…  ოცნებობს, რომ იყოს კომპიუტერული ტექნიკის ექსპერტიც.
გაბრიელი 10 წლისაა. მას ძალიან უყვარს კითხვა…და დაიწყო საკუთარი სურვილით „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა. უყვარს ლექსები და წიგნები, რომლებთან ერთად სძინავს.
სიდონია – 7 წლის.. სკოლაში შედის. მღერის და ხატავს ძალიან კარგად, ასევე ქმნის მარტივ სამკაულებს. მარიამი 5 წლისაა. მღერის და ხატავს… ისიც ჩართულია შესაფერის საქმეში… აწყობს მძივებს და ძალიან მოსწონს.
– კალარატურული სოპრანო ხართ… მუსიკა თქვენი პროფესიაა… თუ მისდევთ აქტიურად მუსიკას? როგორ უთავსებთ ხელოვნებას და მუსიკას ერთმანეთთან?
– შვილების გამო, სამწუხაროდ, მცირე პაუზა მაქვს – პროფესიული, ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობები არსად წავა… შვილებს კი დედის თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ.. ისინი  ჩემთვის ყველაფერია.
– სამომავლო გეგმები…
– მაქსიმალურად განვავითარო ჩემი და ჩემი შვილების შესაძლებლობები… იმედია, შრომაც გამოიღებს ნაყოფს.

პანტელეიმონ მკურნალი

 

 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები