პრაღაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაშლილი კარვების ბანაკი დაიხურა

პრაღის მერიის გადაწყვეტილებით, მალეშიცის რაიონში უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაშლილი კარვების ბანაკი დაიხურა, ამის მიზეზი იმ უკრაინელების რაოდენობის შემცირება გახდა, რომლებსაც დროებითი თავშესაფარი სჭირდება.

ამის შესახებ Radio Prague International-ი იტყობინება.

მალეშიციში მხოლოდ რამდენიმე სარეზერვო კარავი დარჩა.

პრაღაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის კარვების პირველი ბანაკი 14 მაისს გაიხსნა, მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში კი ლტოლვილების განთავსება ასევე მალეშიციშიც დაიწყეს.

კარვების ორივე ბანაკმა, ჯამურად, დროებითი თავშესაფრით 2400-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი უზრუნველყო.

ივნისის დასაწყისში პრაღის ადმინისტრაციამ ვისოჩანის რაიონში გახსნილი უკრაინელი ლტოლვილები მიმღები ცენტრი დახურა.

ჩეხეთმა დროებითი ვიზა 400 000-მდე უკრაინელს მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები