ოკუპანტებმა კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. კერძოდ, დაიბომბა ვიშგოროვსკის რაიონი.
ამის შესახებ კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განაცხადა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.
მედია წერს, რომ კიევთან, სულ მცირე, ორი აფეთქების ხმა გაისმა.