ინალ არძინბა “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში გაემგზავრა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში გაემგზავრა.
ინფორმაციას ე.წ. უწყების მედიაცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ე.წ. საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განსახილველად რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
დღეს ასევე მოსკოვში “სამუშაო ვიზიტით” დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაც გაემგზავრა.