გოგი მეშველიანი: დმანისი ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სახალხო დღესასწაულს „დმანისობა 2022“ დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა .

„დმანისი  ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი, დიდი ისტორიით და კულტურული ტრადიციებით.  დმანისი თავისი წარსულითა და აწმყოთი საუკეთესო ნიმუშია მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური თანაცხოვრების. მინდა თითოეულ დმანისელს  მოგილოცოთ დმანისობის სახალხო დღესასწაული“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

მაჟორიტარის თქმით, ასევე წილად ხვდა პატივი საპატიო დმანისელის ტიტული პირადად მიმელოცა არქეოლოგი კახა კახიანისთვის.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დმანისობის დღესასწაულზე, საპატიო დმანისელის წოდება ასევე მიენიჭათ: სოზარ სუბარს, სავალან მირზოევს, ქეთევან ციხელაშვილს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-სპორტული აქტივობებით.

დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო კონცერტი ოპერის მომღერალ იამზე ჯაყელისა და ჯგუფი „ბანის“ შესრულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები