ილიასეული „ხუთშაბათობების“ ფარგლებში როსტომ ჩხეიძის საჯარო ლექცია: „მუხა უდაბნოში“ გაიმართა
ილიასეული „ხუთშაბათობების“ ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა მწერლისა და მეცნიერის, ძველი კულტურების, ბიბლიისა და არაბული ლიტერატურის მკვლევრის, როსტომ ჩხეიძის საჯარო ლექცია: „მუხა უდაბნოში“.
შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული რომანის ავტორმა ისაუბრა ილია ჭავჭავაძის როლსა და მნიშვნელობაზე, ეპოქალურ მოვლენებსა და მიზეზ – შედეგობრივ კავშირებზე.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული „ხუთშაბათობების“ ტრადიცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. „ხუთშაბათობების“ ფარგლებში მუზეუმი საზოგადოებას ეტაპობრივად უმასპინძლებს საჯარო ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, არამედ სრულიად ეპოქა და იმდროინდელი ტფილისური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმის მიერ აღდგენილი „ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენების შესახებ.