„8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი” – მულტიმედიური გამოფენა 10 სექტემბრამდე გაგრძელდება
ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა – „8 ლიეტუველი ფოტოგრაფი: ლიეტუვის ფოტოგრაფიის სკოლის ფენომენი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ლიეტუვური ფოტოგრაფიის 8 კლასიკოსის – ანტანას სუტკუსის, ვიტას ლუცკუსის, ალეკსანდრას მატიაუსკასის, რომულდას რაკაუსკასის, ალგიმანტას კუნჩიუსის, რომულდას პოჟერსკისის, ვირგილიუს შონტას და რიმალდას ვიკშრაიტისის 1 300-მდე ნამუშევარს აერთიანებს.
მულტიმედიური ინსტალაცია, ვიდეო და საუნდ ინსტალაციასთან ერთად, უახლეს ლიეტუვურ ფოტოწიგნებსა და კატალოგებს აერთიანებს.
გამოფენის კურატორია გინტარას ჩესონისი.
მულტიმედიური გამოფენა „8 ლიეტუველი ფოტოგრაფი” 10 სექტემბრამდე გრძელდება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: თბილისის ფოტოფესტივალი და კაუნასის ფოტოგრაფიის გალერეა.
მისამართი: მ. კოსტავას ქ. №14, სასტუმრო „სტამბა”, დ ბლოკი, მეორე სართული.
ფოტო: ტბელ აბუსერიძე