სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ამასთან, ზურაბიშვილი მოითხოვს, რომ ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებლად შექმნილი კომისიების მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთოს.

„ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ძალიან კარგია, რომ არის სამუშაო ჯგუფები. მე, სხვათა შორის, აქაც მოვითხოვ და ცალკეც მოვითხოვ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის რაღაც ფორმით მედიატორობას. იმიტომ, რომ დღეს უკვე უცხოელების ჩართულობა აღარ იქნება და მე მზად ვარ ამისთვის, თუ მდგომარეობა ასე ვთქვათ, მომწიფდება “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები