ირაკლი კობახიძე: ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ, ამიტომ ვერავინ დებს ვერავითარ მამხილებელ მასალას და კომპრომატს – ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ფრიალი ხდება „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან

ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. ეს არის ერთადერთი ახსნა, ამიტომ ვერავინ დებს ვერავითარ მამხილებელ მასალას და კომპრომატს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ფრიალი ხდება.

„ზუსტად იგივე მასალები „ნაცმოძრაობის“ კუთვნილმა მედიამ დადო თუ არ ვცდებით 2 წლის წინ. ანუ, ამ კაცმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა. იგივე გაუგებარი დოკუმენტებია რაც იყო წარმოდგენილი. ვერავითარ სიახლეს ვერ გვთავაზობენ და ამას აქვს ერთადერთი ახსნა – რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. ეს არის ერთადერთი ახსნა, ამიტომ ვერავინ დებს ვერავითარ მამხილებელ მასალას და კომპრომატს. ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ფრიალი ხდება „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან, ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით, ხან ამის და ხან იმის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები