ირაკლი კობახიძე: დელეგაციას განვუმარტეთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ის გამოიყენება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის

პირველ რიგში, დელეგაციის წინაშე ჩვენ განვმარტეთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ჩანაწერზე და აღვნიშნეთ, რომ ეს რეზოლუცია გამოიყენება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

„საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები მხედველობაში იქნება მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები