ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა ომის თავიდან აცილება იყო, მადლობა ღმერთს, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა ომის თავიდან აცილება იყო. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს.

„ერთადერთი, რაც შეგვიძლია საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ არის ის, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა ომის თავიდან აცილება იყო. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ და ამ ეტაპზე გვაქვს მშვიდობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები