აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამერიკული კომპანიის – Georgian House of Greater Washington წარმომადგენლებმა და ქართული ღვინის მწარმოებლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგის სტრატეგიის საკითხები განიხილეს.

კერძოდ, ყურადღება გამახვილდა აშშ-ის ღვინის ბაზრის კონიუქტურაზე, მარკეტინგული სტრატეგიის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა პროდუქციის ბრენდინგი, რეკლამირება, ქართული ღვინის უნიკალურობისა და ხარისხის სწორად წარმოჩენა და მიწოდება ამერიკელი მომხმარებლისთვის.

აღნიშნული საკითხები ქართველ მწარმოებლებს აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის განხორციელების სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.

თბილისში გამართულ ორდღიან სემინარში ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების და მცირე მარნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღვინის მოხმარების ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. 2021 წელს დაფიქსირდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი – 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო.
ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები