ჯო ბაიდენმა ელენა ზელენსკას თეთრ სახლში უმასპინძლა

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თეთრ სახლში უკრაინის პირველ ლედის, ელენა ზელენსკას უმასპინძლეს.

ჯო ბაიდენმა ელენა ზელენსკას ყვავილები მიართვა, მანამდე კი თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის პირველი ლედის ავტომობილს ქუჩაში დახვდა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის დელეგაციების მოლაპარაკება დაიწყო.

დღეს ელენა ზელენსკა სიტყვით კონგრესში გამოვა.

მიმართვა თბილისის დროით, დაახლოებით, 17:30-ზე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები