მიხეილ შუმახერი ხელოვნური კომიდან გამოყვანის პროცესზე რეაგირებს

   ექიმები ,,ფორმულა-1“-ის ლეგენდარული ავტომრბოლელის – მიხეილ შუმახერის კომიდან გამოყვანის პროცესს განაგრძობენ. იგი მკურნალობის პროცესზე უკვე რეაგირებს. ამის შესახებ ინგლისური გაზეთი ,,CAN”-ი იუწყება.
,,შუმახერის თავის ტვინის უჯრედები ერთმანეთთან,,ფორმულა 1“-ის ჯგუფის მსგავსად ურთიერთთანამშრომლობენ. თუ რომელიმე უჯრედი სუსტია, მის ფუნქციას სხვა უჯრედი იღებს თავის თავზე ისევე, როგორც ამას მრბოლელები აკეთებენ“, – ციტირებს გაზეთი გერმანელი ნეიროქირურგის, პროფესორ გიუნტერ სარაბინის სიტყვებს.
სპეციალისტების თქმით, შუმახერის ექვსკვირიანი ხელოვნური კომიდან საბოლოოდ გამოყვანას შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდეს. ამჟამად ექიმები თანდათან ამცირებენ მის სისხლში სედატიური ნივთიერებების დოზას და რეფლექსებზე საჭირო ტესტებს უტარებენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ შუმახერი საფრანგეთის ქალაქ გრენობლში იმყოფება, სადაც იგი 29 დეკემბერს ალპების მთებში მომხდარი ინციდენტის დროს თავის ქალის მძიმე ტრავმით მიიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები