სემეკ-მა და „ენგურჰესმა“ დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და შპს „ენგურჰესმა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით,  დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლა.

ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ თანამშრომლებმა თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისათვის აქამდე მიუწვდომელი იყო. ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

ენგურის ტურის დასრულების შემდგომ ახალგაზრდებს  დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა  მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ექსკურსია მუზეუმში,  დედოფლისეულ სასახლეში დაათვალიერეს დადიანების მემორიალური გამოფენა და გაეცნენ მუზეუმში დაცულ უნიკალურ ნამუშევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები