მაია ფანჯიკიძე: ტონი რუსეთის წინააღმდეგ ძალიან გამძაფრებულია

  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მთელი ევროპა, ისევე როგორ აშშ, შეშფოთებულია იმ სიტუაციით, რომელიც უკრაინაში ვითარდება და რომელიც სერიოზულ საფრთხეს იწვევს.
„ტონი რუსეთის წინააღმდეგ ძალიან გამძაფრებულია, არამხოლოდ ნატო-ს გენერალური მდივნისგან, არამედ ევროპელი სახელმწიფოს ლიდერებისგან, ამერიკისგან. რასაკვირველია, სიტუაცია ისევ ძალიან დაძაბულია უკრაინაში და ეს მსოფლიოს ძალიან აშფოთებს. შეშფოთებულები ვართ ჩვენც. ჩვენი პოზიცია ცხადია. ცხადია, რომ ეს მოვლენები იწვევს სერიოზულ საფრთხეს. ჯერჯერობით ეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ გვარდება და ამის გამოხატულება იყო სწორედ მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება. შესაბამისად, ძალიან გასაგებია ის გამძაფრებული ტონი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენება. ამასთან, არის სანქციების ახალი ტალღაც. შესაბამისად, ეს არის პოზიცია, რომელიც ერთიანია როგორც ევროპული ქვეყნებისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არის სრულიად ბუნებრივი შედეგი იმ განვითარების, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკრაინაში, ბოლო თვეების განმავლობაში“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულ ფამოცემა „მონსენთნ“ საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა დიდი ბრიტანეთში დაგეგმილ სამიტზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს იქნება გარდამტეხი წელი ნატოსთვის, რადგან წევრი ქვეყნები მოქმედების გეგმას შეიმუშავებენ, რაც მსოფლიოს შეცვლისკენ იქნება მიმართული. მისი თქმით, ნატოს სამხედრო ძალები გაფართოვდება და ალაიანსი ნებისმიერ გამოწვევაზე დროულ რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები