დიმიტრი ხუნდაძე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გმირ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება და ბევრმა მათგანმა საპყრობილეში ამოყო თავი, არადა ისინი სამშობლოს იცავდნენ

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, დასკვნაში თავების მიხედვით არის აღწერილი, რაც ხდებოდა ძალადობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

„არ იყო მარტივი მოსასმენი ის დასკვნა, რაც ქალბატონმა თეამ [წულუკიანმა], საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა წარმოადგინა. თავების მიხედვით არის აღწერილი დასკვნაში, რაც ხდებოდა ძალადობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. რაც ვერ შეძლო რუსეთმა, ამას ხელი შეუწყო სწორედ მაშინდელმა [„ნაციონალური მოძრაობის“] ხელისუფლებამ, რომელმაც ყველანაირი პირობა შექმნა იმისა, რომ ასეთი მძიმე დასასრულით დასრულებულიყო 2008 წლის ომი. გმირ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება და ბევრმა მათგანმა საპყრობილეში ამოყო თავი, არადა ისინი სამშობლოს იცავდნენ“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები