პუტინი – რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება
პუტინმა უარყო რუსეთის მიერ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაზე თავდასხმის შესაძლებლობა და მათ, ვინც ასეთ შესაძლებლობაზე საუბრობს, „ზღაპრებისა და საშინელებათა ფილმების ექსპერტები“ უწოდა.
კრემლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მისთვის მიუღებელია.
„რაც შეეხება ნატო-ს, ეს სულ სხვა საკითხია. აქ საუბარი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა, თანაც არა მარტო დღეს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია – ჩვენთვის ეს მიუღებელია“, – აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთს არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც მომავალში ექნება ვინმეზე თავდასხმის სურვილი.