ქუთაისში დააკავეს ბებია, რომელმაც 2 წლამდე ბავშვი TikTok ლაივში სცემა.
შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.