„ევრობასკეტ – 2025“-ზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსის ნაკრები დაამარცხა
კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი „ევრობასკეტ – 2025“-ს მასპინძლობს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მეოთხე მატჩში მასპინძელს – კვიპროსის ნაკრებს, დაუპირისპირდა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 93:61, დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს უპირატესობით, ანგარიშით 42:26 დასრულდა.
მატჩს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და სპორტის მინისტრის მესამე მოადგილე ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს.
ქართველი კალათბურთელები „ევრობასკეტ – 2025“-ის ფარგლებში ბოლო შეხვედრას 4 სექტემბერს ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს დროით 16:00 საათზე გამართავს.