რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან შეკრებილები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ. მათ რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები