დიმიტრი ხუნდაძე: სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გარედან საკმაოდ მძლავრი ხელშეწყობა აქვს, მაგრამ ერისა და ბერის, საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობას ეს ძალა ვერ დაძლევს

სამწუხაროა, რომ ამ ძალადობაში გარედან საკმაოდ მძლავრი ხელშეწყობა აქვთ, მაგრამ ერისა და ბერის, საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობას ეს ძალა ვერ დაძლევს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.

„საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა გადაეგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ, რაც ხვალ წარედგინება დადგენილების სახით პარლამენტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პარტიის აკრძალვა. ხალხმა არაერთი პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ისინი, როგორც სჩვევიათ ძალადობენ. სამწუხაროა, რომ ამ ძალადობაში გარედან საკმაოდ მძლავრი ხელშეწყობა აქვთ, მაგრამ ერისა და ბერის, საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობას ეს ძალა ვერ დაძლევს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები