ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა კოსმოსურ რბოლაში რუსეთსა და ჩინეთს გაუსწრო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ კოსმოსურ რბოლაში რუსეთსა და ჩინეთს აღარ ჩამორჩება, არამედ მათ გაუსწრო კიდეც.
„იცით, კოსმოსურ რბოლაში ჩვენ ჩინეთსა და რუსეთს ძალიან ჩამოვრჩით და ახლა კოსმოსში აშკარად პირველ ადგილზე ვართ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ზაფხულში, „როსკოსმოსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი ბაკანოვმა და აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა და NASA-ს მოვალეობის შემსრულებელმა ადმინისტრატორმა შონ დაფიმ აშშ-ში მოლაპარაკებები გამართეს, რაც კოსმოსური სააგენტოების ხელმძღვანელების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო 2018 წლის შემდეგ.