მეუფე იაკობი: ევროპაზე გულნატკენი ვარ – I მსოფლიო ომი, II მსოფლიო ომი თავიანთი ქალაჩუნური ქმედებებით გააჩაღეს
“კანდიდატი თურქეთი 30 წელია, არის, მასეთი კანდიდატობა… ჩვენ გვინდა, რომ წესიერი ქვეყანა გავხდეთ, კანონი კანონობდეს, ჯარი ძლიერი გვყავდეს, ჩვენი უსაფრთხოების დაცვა შეგვეძლოს, ხომ არის მასე?!”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მეუფე იაკობის თქმით, ევროპაზე გულნატკენია.
“უკრაინას ხომ ყველაფრით ეხმარებიან, იარაღით, ფულით და უნდა დაეხმარონ. წარმოიდგინეთ, რომ ახლა რუსეთს 20 % დაპყრობილი აქვს, დღეს როგორც გვექცევიან – შემოვიდოდა, რამეს გააკეთებდა ჩვენთვის? ამერიკაზე არ ვლაპარაკობ, ევროპაზე გეუბნებით. ევროპაზე გულნატკენი ვარ. I მსოფლიო ომი, II მსოფლიო ომი თავიანთი ქალაჩუნური ქმედებებით გააჩაღეს”, – აცხადებს მეუფე იაკობი.