„უახლესი პერიოდის ქართველ მოქანდაკეთა – „სამი თაობა“ – გამოფენების ციკლი გაიმართება

13 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“  გაიმართება უახლესი პერიოდის ქართველ მოქანდაკეთა სამი გამოფენა: 1990-იანელები; 2000-იანელები; 2010-იანელები. ღონისძიებებს შეაჯამებს საჯარო ლექცია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი – „უახლესი პერიოდის ქართველ მოქანდაკეთა გამოფენების ციკლი – „სამი თაობა“, ეძღვნება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლის იუბილეს და  თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება..
პროექტის მიზანია, თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია.
გამოფენების გახსნა: 1990-იანელები – 13 ივლისი, 19:00 სთ;
2000-იანელები – 20 ივლისი, 19:00 სთ;
2010-იანელები – 27 ივლისი, 19:00 სთ.
გამოფენებში მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 50 მოქანდაკე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული ბოლო სამი თაობის წარმომადგენელი პროფესიონალი მოქანდაკეების ნამუშევრები (1990-2022 წწ.).
პროექტის დასკვნით ნაწილში ჩატარდება საჯარო ლექცია ქართული ქანდაკების ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. საჯარო ლექციის ჩატარების დრო – 28 ივლისი, 19:00 სთ.
პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები