ვოლოდიმირ ზელენსკი: თურქეთის პრეზიდენტთან უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, საუბრისას მათ უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ საკითხები განიხილეს.

„მქონდა საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მადლობა გადავუხადე რუსული აგრესიის მსხვერპლთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ჩვენ თურქეთის მხარდაჭერას ვაფასებთ. განვიხილეთ უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ საკითხები“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომისა და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების ფორმირების საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები