თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომი და მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების საკითხი განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ეხებოდა სირიაში არსებულ ვითარებას, რუსეთ-უკრაინის ომს და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების ფორმირების საკითხს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელობას ანიჭებს სირიაში ტრანსსასაზღვრო მექანიზმის გაგრძელებას.

როგორც მან აღნიშნა, დადგა დრო, გაერომ იმოქმედოს შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმასთან დაკავშირებით.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, მტკიცე და სამართლიანი მშვიდობით.

მისივე თქმით, თურქეთი კვლავ მზად არის, უზრუნველყოს ყველა სახის მხარდაჭერა მოლაპარაკებების განახლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები