11 ივლისი პოეტ ტარიელ ჭანტურიას დაბადების დღეა

11 ივლისი პოეტ ტარიელ ჭანტურიას დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდა.
იგი 1932 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს, პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ – 1964 წელს.
ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. გარდა ამისა, ტარიელ ჭანტურია წერს საბავშვო ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.
ტარიელ ჭანტურია  არის –  გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის (1977), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის (1992) და ლიტერატურული პრემიის „საბას“ (2016) ლაურეატი. საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები