ანსამბლთა გაერთიანება ,,ქალაქური მრავალხმიანობა” საკონცერტო – შემეცნებით ტურნეს იწყებს

11 და 12 ივლისს ჩოხატაურსა და დაბა ურეკში ანსამბლთა გაერთიანება ,,ქალაქური მრავალხმიანობა” კონცერტებს გამართავს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ანსამბლთა გაერთიანება „ქალაქური მრავალხმიანობა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის: „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში“  ერთ – ერთი გამარჯვებულია .
გაერთიანება, პროექტით „ქალაქური მრავალხმიანობა რეგიონებში”, მალე საკონცერტო – შემეცნებით ტურნეს დაიწყებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
სასიხარულო და მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოჩენილი ეს ინიციატივა – ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ქართული საშემსრულებლო ხელოვნების, ქართული მუსიკისა და ქართველი მუსიკოსების, ანსამბლებისა და ავტორების შემოქმედებით აქტივობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ყველა კუთხისა და რეგიონისათვის ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი, ორგანიზებული, კულტურულად ღირებული ტიპის ღონისძიებები.
„ქალაქური მრავალხმიანობის” პირველი საკონცერტო ტურნე ჩოხატაურსა და ურეკში დაიგეგმა.
11 ივლისი, 18:00 სთ – ჩოხატაური;
12 ივლისი, 20:00 სთ – დაბა ურეკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები