“არ გვიყვარს და არც ვუყვარვართ” – კრემლი ჯონსონის გადადგომაზე
ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს რუსეთის ხელმძღვანელობა არ უყვარს, ის, კი თავის მხრივ, მას არ წყალობს, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიტანეთში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას თქვა, სანამ ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთებდა განცხადებას.
„დიდი ბრიტანეთის ვითარება, სამთავრობო კრიზისი არ შეიძლება, იყოს ჩვენი მუშაობის პრიორიტეტი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას. რაც შეეხება თავად ბატონ ჯონსონს, მას ძალიან არ ვუყვარვართ. არც ჩვენ გვიყვარს ის”, – განაცხადა პესკოვმა.
კითხვა, თუ როგორ შეიძლება, შეიცვალოს ევროპის ქვეყნების კურსი უკრაინასთან მიმართებით, ბრიტანეთის პრემიერის გადადგომის ფონზე, პესკოვმა უპასუხოდ დატოვა.
ცოტა ხნის წინ ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.