„ორი ოტელო” – დისკუსია ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

6 ივლისს, 19:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ – მუზეუმში გაიმართება შეხვედრა/დისკუსია თემაზე: „ორი ოტელო“
ორგანიზატორების ინფორმაციით, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ – მუზეუმში ბალეტ „ოტელოს“ შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები: პრიმა-ბალერინა ლალი კანდელაკი, მხატვარი დავით პოპიაშვილი და დეზდემონას პარტიის მოცეკვავე – ეკატერინე სურმავა ისაუბრებენ თემაზე: „ორი ოტელო“
ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შექმნილი ლეგენდარული სპექტაკლი 65 წლის შემდეგ ქართულ საბალეტო სცენას დაუბრუნდა, პრემიერა 2022 წლის მაისში შედგა. საბალეტო დადგმის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ხოლო დამდგმელი დირიჟორი თავად კომპოზიტორის შვილი ვახტანგ მაჭავარიანია. სპექტაკლში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია ლალი კანდელაკმა აღადგინა, სცენოგრაფია და კოსტიუმები კი სიმონ ვირსალაძის ესკიზების მიხედვით დავით პოპიაშვილმა შექმნა.
შეხვედრის მოდერატორია: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ვახტანგ  ჭაბუკიანის მემორიალური სახლ – მუზეუმის კურატორი – თამარ ცაგარელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები