ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, ხდება ძველი ამორტიზებული ბეტონის არხის დემონტაჟი და ახალი რკინა-ბეტონის სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა ანაკრები ღარებით.

არხზე მოეწყობა ჩამკეტები. გარკვეულ მონაკვეთზე მოხდება არსებული არხის კედლების ამაღლება. მთლიანად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 380 მეტრის სიგრძის არხს.

პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება. სამუშაოებს შპს „ჯეო კონსტრაქშენი” ასრულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები