კარლოვი-ვარში სოსო ბლიაძის მხატვრულ ფილმს – „ჩემი ოთახი“ უჩვენებენ
ჩეხეთის რესპუბლიკაში კარლოვი – ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს, რომელსაც ა-კლასის კინოფესტივალის სტატუსი აქვს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, წელს ფესტივალის მთავარ კონკურსში შეირჩა სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – „ჩემი ოთახი”.
ფილმის პირველი ჩვენება დღეს გაიმართა, ხოლო მეორე ჩვენება დაგეგმილია 7 ივლისს.
ქართული ფილმების პროექტები წარმოდგენილია ასევე კარლოვი – ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაში – Works in Progress 2022. ეს პროექტებია: „სოციუმის ნაწილი” – რეჟისორი რატი წითელაძე და „ავტოპორტრეტი ზღვარზე” – რეჟისორი ანნა ძიაპშიპა.