27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კორონავირუსისგან 1 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
“ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის, 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 – PCR ტესტით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.