პორტუგალია ჟიტომირის დანგრეული სკოლების აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას

პორტუგალია სარაკეტო იერიშების შედეგად დანგრეული, ჟიტომირის სკოლების აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა, ჟოაო კოშტამ განაცხადა.

მისი თქმით, ჟიტომირსა და რეგიონში დაბომბვის შედეგად 70 სკოლას სხვადასხვა ხარისხის ზიანი აქვს მიყენებული.

„ჩვენს მხარდაჭერას გავამახვილებთ კონკრეტულ რეგიონზე, ჟიტომირზე, სადაც უკვე გვაქვს სკოლების რუკების შესწავლა, სადაც შეგვიძლია, დაგეხმაროთ“, – განაცხადა მინისტრმა ლუგანოში გამართულ კონფერენციაზე.

კოშტას თქმით, სკოლების რეკონსტრუქციის მოსამზადებელი პროექტი პორტუგალიის მთავრობასა და განათლების სამინისტროს უკრაინის ხელისუფლებასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია.

ცნობილია, რომ პორტუგალია და სხვა ქვეყნები პასუხისმგებელნი იქნებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკონსტრუქციაზე – დაწყებული საბავშვო ბაღებით და საშუალო სკოლებით დამთავრებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები