რუსული გემები შავ ზღვაში მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან

“პივდენის” ოპერატიული სარდლობის მონაცემით, ამჟამად, შავ ზღვაში, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში “კალიბრის” რაკეტის მატარებელი სამი ზედაპირული და ორი წყალქვეშა გემი სრულ მზადყოფნაში იმყოფება.

აღინიშნება, რომ სულ გამოსაყენებლად მათ 30-ზე მეტი რაკეტა აქვთ.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ზმეინის კუნძულის დაკარგვით გამოწვეული მტრის შეშფოთება მათი ავიაციის გააქტიურებას იწვევს.

შენარჩუნებულია „ოდესის და მიკოლაევის რეგიონების სარაკეტო იერიში, მათ შორის, საჰაერო გზით და ეს სრულიად რეალური და სავარაუდოა”.

ამის პარალელურად, პროპაგანდისტულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოდესის სკოლებში გამაგრებულია საცეცხლე პუნქტები, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და არტილერიაა განლაგებული.

“პივდენში” ამბობენ, რომ, როგორც წესი, საოკუპაციო ჯარები პერიოდულად ავრცელებენ მსგავს ყალბ ინფორმაციებს, რომ შემდგომში სოციალური ინფრასტრუქტურის დაბომბვა გაამართლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები