ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე 7 რაკეტა გაუშვეს

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას დნეპროპეტროვსკის რეგიონი დაბომბეს.

როგორც Telegram-ში დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ დაწერა, გაშვებულია 7 რაკეტა, მათგან 6 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

დნეპრში ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტებმა ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, არავინ დაშავებულა.

ქალაქ პოკროვში კი ერთი რაკეტა კერძო სექტორს მოხვდა. დანგრეულია რამდენიმე სახლი, რამდენიმეში მინები ჩაიმსხვრა, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები