„უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე მუშაობა გრძელდება“ – ზელენსკი ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე მუშაობა გრძელდება.
„მადლობელი ვარ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის, ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელ პროცესებში უშუალო მონაწილეობისთვის. მნიშვნელოვანია ძლიერი ექსპერტების გაერთიანება, რომელთაც პრაქტიკული გამოცდილება აქვთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.