კელი დეგნანი – საელჩოს ინციდენტზე: ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით იმით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით იმით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საელჩოში გუშინ მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და “ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
“გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური ღონისძიება გვქონდა, სადაც შევკრიბეთ ძალიან ბევრი ქართველი. ჩვენ გვინდოდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა იმისთვის, რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით იმით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.