ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
2 ივლისისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9077 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0403 ლარია.
დღევანდელი კურსით, აშშ დოლარის ღირებულება 2.9283 ლარი იყო, ხოლო ევრო 3.0504 ლარი ღირდა.
განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.