უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის „მნიშვნელოვანი ექსპორტი“ დაიწყო, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

„ევროკავშირთან ჩვენს დაახლოებაში დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ელექტროენერგია რუმინეთს მიეწოდება.

”და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, ჩვენ ვემზადებით მარაგების გაფართოებისთვის”, – დასძინა მან.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის საექსპორტო შემოსავალს, არამედ – მთელი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ კიევი ევროპის ენერგეტიკულ სისტემას ომის დაწყების შემდეგ, კერძოდ, 16 მარტს შეუერთდა.

უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული სისტემების დაახლოება 2017 წელს დაიწყო. უკრაინის ქსელებისა და ელექტროსადგურების განვითარებაში, დაახლოებით, 700 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. თავდაპირველად, პროცესის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ რუსული და ბელარუსული ენერგოსისტემებიდან გათიშვა თებერვალში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები