“ასზე მეტი ცხედარი” – მარიუპოლში კიდევ ერთი სამარხი იპოვეს
მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც ასზე მეტი ცხედარია, – წერს “ტელეგრამში” მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრე ანდრიუშჩენკო.
“ნანგრევების ქვეშ ახალი მასობრივი სამარხია. კიევის ქუჩა, 53. ისევ 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარია. ოკუპანტები იქვე ნანგრევებს ასუფთავებენ, ისევ დაკრძალვაზე საუბარი არ მიდის. ხალხი, ფაქტობრივად, აკლდამებში აგრძელებს ცხოვრებას“, – წერს ანდრიუშჩენკო.
მისი თქმით, მარიუპოლში ექსჰუმაცია, ფაქტობრივად, შეჩერებულია.