საორგანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

2 ივლისს, 19:30 საათზე, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საორგანო მუსიკის კონცერტს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართველი პიანისტი და ორგანისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი ალექსანდრე ვასაძე შეასრულებს დანდრიეს, მესიანის, ვიერნის და ფრანკის ნაწარმოებებს. ასევე მაყურებელს შესთავაზებს ფორეს „პავანას“ მისეულ საორგანო ტრანსკრიფციას, რომელიც საქართველოში პირველად შესრულედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები