კულტურის მინისტრი ვატიკანის მუზეუმების დირექტორს შეხვდა

 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დელეგაცია, თეა წულუკიანის მეთაურობით, 27 ივნისს ვატიკანის მუზეუმებს ეწვია და შეხვდა დირექტორ ბარბარა იატას.

მინისტრი დაინტერესდა ვატიკანის მუზეუმში სტაჟირების პროგრამით, მუზეუმოგრაფიის, ლაბორატორიების მუშაობის, საკურატორო საქმიანობის საკითხებით. აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოდან სტუდენტების, კურატორების, რესტავრატორ-კონსერვატორების ვატიკანის მუზეუმებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წარგზავნის შესაძლებლობას. ქალბატონმა ბარბარამ სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის დაპირება აღუთქვა მინისტრს.

სამინისტროს დელეგაციამ აგრეთვე მოინახულა ეთნოგრაფიული, ფერწერისა და ძვირფასი ლითონის კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიები, გაეცნო ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამუშაო გარემოსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები