სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა ცნობილია

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა ცნობილია. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ეს ფილმებია:
„აბისური“, რეჟისორი ალეხანდრო ალოსნო (საფრანგეთი);
„როდესაც ცა ლურჯი იყო“, რეჟისორი Rae Choi (ავსტრალია);
„დალილა“, რეჟისორი ნიკა აგიაშვილი (აშშ);
„ღამის განათება“, რეჟისორი კიმ ტორესი (კოსტა რიკა);
„მილა“, რეჟისორი სალომე ვეფხვაძე (საქართველო);
„ნომერი 26“, რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი (საქართველო);
„წმინდანები“, რეჟისორი ჯაკომო აბრუზეზი (საფრანგეთი/იტალია);
„ტუნდრა“, რეჟისორი ხოსე ლუის აპარიციო (კუბა);
„დახლა“,  რეჟისორი არტურო დუენასი (ესპანეთი);
„ჩუმი ექო“, რეჟისორი სუმან სენი (ნეპალი, ინდოეთი);
„სიტყვების ნაკადი“, რეჟისორი Eliane Esther Bots (ნიდერლანდები);
„საბანი“, რეჟისორი ტეპო აირაქსინენი (ფინეთი);
„ამხანაგი პოლიციელები“, რეჟისორი ასელ აუშაკიმოვა (ყაზახეთი);
„ფაზა“, რეჟისორი მიკოლა ზასიეევი (უკრაინა);
„როდემდე“, რეჟისორი დევიდ ესკობარი (კოლუმბია);
„მოცარტი“, რეჟისორი პიერო ტონინი (იტალია);
„წინასწარმეტყველება“, რეჟისორი გოპალ აჩარია (ნეპალი);
„გუშაგები“, რეჟისორი სანდრო სულაძე (საქართველო);
„ყვავი“, რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი (საქართველო);
„ბარიერს მიღმა“, რეჟისორი ანგინეშ ისანიასი (სომხეთი);
„აჭარული მზითვის ფერი“, რეჟისორი ირმა შარიქაძე (საქართველო);
„მთვარის ყვავილის საიდუმლო“, რეჟისორი გაბი ბანია;
სპეციალური ჩვენება – „უცნაური სიყვარული“, რეჟისორი გია ჯაჯანიძე.
ცნობისათვის: 10-16 ივლისს, მესტიაში, სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის მეორე გამოშვება ჩატარდება.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ბევრი საინტერესო ახალი ფილმის ყურება შეეძლებათ. მათ შორის უმრავლესობა უცხოური კინოა. ასევე უკვე ცნობილია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრები.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება;პრესკონფერენცია, ვორკშოფები, მასტერკლასები, ინდივიდუალური შეხვედრები, გარე და დახურული ჩვენებები, გრანდიოზული გახსნის და დახურვის ცერემონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები